დღეს, დიდი თუ პატარა, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა ჩვენგანი იყენებს ინტერნეტ სივრცეს კომუნიკაციისათვის, ეხმიანება ყველას ვისაც მოისურვებს და აგზავნის უამრავ შეტყობინებას და ალბათ არც კი დავკვირვებივართ, თუ რამდენ ,,სმაილიკს" ვწერთ დღის განმავლობაში. იქნება ეს მობილური ტელეფონით sms-ის საშუალებით თუ ინტერნეტით.
ამ გაღიმებული კაცუნის არსებობა 21-ე საუკუნეში აღარავის უკვირს, თუმცა იგი იმისთვის არ მოუგონიათ მხოლოდ მეგობრებისათვის მიწერილი წერილისა თუ სხვადასხვა საიტზე დატოვებული კომენტარის ბოლოს, რომ დავსვათ. სმაილი უკვე თითქმის 30 წელია არსებობს და მასზე როგორც "უდიდეს" გამოგონებაზე ავტორები დღესაც დავობენ.
როგორც ამბობენ, სმაილი ამერიკაში გამოიგონა სარეკლამო აგენტმა ჰარვი ბოლმა. XX საუკუნის 60-იან წლებში თურმე ორი გიგანტი კომპანია უნდა გაერთიანებულიყო. პროცესი კი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გამოდგა. ყველას ეგონა, დღეს თუ არა, ხვალ სამსახურს აუცილებლად დაკარგავდა. ამიტომ კომპანიის თანამშრომლები სულ დაღვრემილი სახეებით დადიოდნენ. ამის გამო ჰარვიმ გადაწყვიტა მათთვის მდგომარეობა შეემსუმუქებინა და ამიტომ დახატა გაღიმებული კაცუნა და ყველა თანამშრომელი აიძულა ტანისამოსზე მიემაგრებინათ. ამის გამო კი ჰარვის მთელი 45 დოლარი პრემია მისცეს :) ეს იყო 1963 წელი.
აგრეთვე ცნობილია ის ფაქტიც, რომ პირველი სმაილი ინტერნეტ სივრცეში გამოყენებული იქნა პროფესორ სკოტ ფალმანის მიერ და მისი პირველი სმაილები შედგებოდა სიმბოლოებისგან და არ ჰქონდა გრაფიკული სურათის სახე, ანუ უკეთ რომ აგიხსნათ იყო ასეთი : – ) .
ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ სმაილი ესპანელმა ძმებმა 1970 წელს მოიგონეს. სწორედ მათ ეკუთვნით სლოგანი Have a happy day მათ დაურეგისტრირებიათ სმაილი სავაჭრო ნიშნად, რის შემდეგადაც ეს ემბლემა სპორტულ ინვენტარსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარზე დაუტანიათ. არსებობს მრავალი ვერსია სმაილის შექმნის შესახებ
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ სმაილის დაბადების დღედ ითვლება 1982 წლის 19 სექტემბერი, ხოლო პირველი სმაილის შემქმნელად მიჩნეულია სკოტ ფალმანი,
2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების ”გამომგონებელმა” სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა აღნიშნული სიმბოლოების კომბინაცია სახის გამოსახატად
აი ეს წერილიც, ორიგინალში:
სწორედ აქედან დაიწყო სმაილების ისტორია. სმაილი მომენტალურად აიტაცა მსოფლიომ. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ონლაინში ადამიანებთან ურთიერთობა სმაილების საშუალებით ემოციის გამოხატვის გარეშე. სმაილები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობენ სოციალურ ქსელებში. ერთმა სმაილიკმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მთელი პოსტის აზრი… ან სულაც ერთი სმაილიკი იყოს საკმარისი მთელი სათქმელის გამოსახატავად
სმაილებს იმხელა ემოციის გამოხატვა შეუძლიათ, რომ ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია… მას, ასე ვთქვათ რაფაელოს ეფექტი აქვს… ,,არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად” :):):)
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ავსტრიელებმა გადაწყვიტეს, რომ სმაილები საგზაო ნიშნებზეც გამოეყენებინათ.
დღეს, სმაილები გვხვდება ყველგან. ისინი ხომ ადამიანს უმეტესად კარგ გუნება-განწყობას უქმნის.
საინტერესოა თუ რატომ არ იყენებენ თანამედროვე ბეჭდვით გამოცემებში ემოციის გამომხატავ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას, რომელიც უკვე ამდენი წელია ვების განუყოფელ ნაწილად იქცა.
დღეს, როგორც წესი, სმაილიკები მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყენება:
1.სტატიებში სმაილების შესახებ და
2. ახალგაზრდულ, ნაკლებად სერიოზულ გამოცემებში
სმაილებმა ჯერ კიდევ ვერ შეაღწიეს ბეჭდვით ლიტერატურაში, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლებელია მათი გამოჩენა როგორც რომანებში, ასევე სხვა ნებისმიერი სახის ნაწარმოებებში.
აქვე ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გამოვიყენოთ სმაილები? ემოციას ხომ თავად ტექსტიც გადმოსცემს სასვენი ნიშნების საშუალებით?!
ჩვენი აზრით, სმაილების გამოყენება მწერლებს უფრო გაუადვილებთ გადმოსცენ საკუთარი ნაწარმოების გმირების გრძნობები და ემოციები. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ავტორი ასეთი უშუალო და პირდაპირი ფორმით ეკონტაქტება მკითხველს; თითქოს ისტორიას პირადად უყვება და თან გამომეტყველებასა და ტონს იცვლის, შესაბამისად :-)
მართლა, სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ სმაილი ინგლისური სიტყვაა smile და ქართულად ღიმილაკს ნიშნავს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ არსებობს ტექსტური სმაილები, რომლებიც შედგება სიმბოლოებისაგან და გრაფიკული სმაილები, რომლებიც წარმოდგენილია პატარა სურათების სახით. ასევე არ შეიძლება არ გამოვყოთ ანიმაციური სმაილები.
და ბოლოს, დასკვნის სახით ვიტყვით და ალბათ უმეტესობაც დამეთანხმება, რომ სმაილები საუკეთესო საშუალებაა ემოციების გადმოსაცემად, ისინი ხომ ზუსტად გადმოსცემ ადამიანის ხმის ინტონაციას და სახის გამომეტყველებას, ასახავენ რაიმე სახის მოქმედებას.
ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ კვლევა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებს დიაგრამის სახით.

Комментариев нет:
Отправить комментарий